შინაარსზე გადასვლა

ანუკი (მომღერალი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანუკ ტეუვე
250
ბიოგრაფია
აგრეთვე ცნობილი როგორც ანუკი
დაბ. თარიღი 8 აპრილი, 1975 (1975-04-08) (49 წლის)
დაბ. ადგილი ჰააგა, ნიდერლანდები
აქტიური 1996–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Goldilox, EMI, Dino
საიტი anouk.com
ანუკი ვიკისაწყობში

ანუკ ტეუვე (დ. 8 აპრილი, 1975) — ნიდერლანდელი მომღერალი, სიმღერების ავტორი. 1997 წელს გამოუშვა სინგლი „Nobody's Wife“, რომელმაც განსაკუთრებული ცნობადობა მოუტანა. ამის შემედგ მისი უამრავი სიმღერა მოხვდა ნიდერლანდურ და ბელგიურ ჩარტებში, მათ შორის „R U Kiddin' Me“, „Michel“, „Girl“, „Lost“, „Modern World“, „Three Days in a Row“, „Birds“ და „Woman“.

გამოშვებული აქვს 12 სტუდიური ალბომი. 2013 წელს წარადგინა ნიდერლანდები ევროვიზიაზე. ის წარსდგა სიმღერით „Birds“. ანუკი ფინალში გავიდა რაც 2004 წლის შემდეგ პირველი შემთხვევა იყო ნიდერლანდებისთვის. საბოლოოდ ტეუვემ კონკურსზე 114 ქულით მე-9 ადგილი დაიკავა.[1]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. „Anouk to represent the Netherlands in 2013“. Eurovision.tv. ციტირების თარიღი: 17 October 2012.